ვ უ ლ ი ა
-----------
/მონატრებაში უფრო ლამაზი, უფრო დიადი სიყვარულია/
...
შენი
სულის ხმა:
რა მხნე, რა ნაზი,
რა საამური იყო, ვულია...
... მონატრებაშიც - რარიგ ლამაზი,
რარიგ უმანკო სიყვარულია...
...
მარადიული და ხელთუქმნელი,
დედასამყარო ისე რთულია, როგორც სიტყვებით გამოუთქმელი მოგონებების განცდა, ვულია...
ოდენ,
უზნეო ჟამთა ჟარგონებს აღარ ვუმონებ ჩამქრალ იმედებს, უფხო მისტიკაც ვეღარ აღონებს უხმო ლანდების უცხო ხილვედებს...
მახსოვს,
პუშკინის ფრთიან სტრიქონებს რა წვით მატებდი ბგერის თილისმას... (დრო, ლერმონტოვის „დემონს“ იწონებს და აჩრდილებთან ბედავს ღვინის სმას)...
ბედის სიზმარი იმ წუთს მახსენებს,
შეულეველი რომ ჩანს, ვულია... და, მინავლული გრძნობის ნარჩენებს რომ არ შევეხო, უხერხულია... უხერხულია, (ყოვლად ზებნელი), ღამე მალავდეს წელთა სიფლიდეს... და, (სათნოების ობლად მძებნელი), წამი წარსულის ცოდვებს იმკიდეს...
P.S.
შენი სულის ხმა:
რა მხნე, რა ნაზი, რა სანუკვარი გახდა, ვულია...
მოგონებებშიც - რარიგ ლამაზი,
რარიგ უსაზღვრო სიყვარულია!
2020 წ; ბათუმი
No comments:
Post a Comment