Saturday, September 11, 2021

ო, როგორ ვდარდობ (ერთსტროფიანი)

ო, როგორ ვდარდობ, რომ შენთან არ ვარ

და შენი მზერა არა მდევს კვალში.

ნეტავ, ვისთან ხარ, ძვირფასო ახლა,

ვის უალერსებ ქარვისფერ თმაში,

ჩემს გრძნობას უკვე დააჩნდა დაღლა,

მწარე ბალღამი შემისვამს თასით,

სულ მალე, ალბათ, ნაგრძობს და ნანატრს

დეკემბრის ცივი ქარები წაშლის.




No comments:

Post a Comment