ჩვენ ჟანგბადი ვართ
ერთმანეთის,
ნახშიროჟანგითრად გვევსება
მაშინ ფილტვები?!
ასე მგონია,
ჩვენ, პოეტებმა,
ერთმანეთი ვიპოვეთ ბინდში
და ახლა მზეზე
გამოსვლას ვლამობთ.
მე კი უკვე დავიღალე
მწერლობით და ლექსის წერით
და ნეტავ, რა მელექსება,
და ნეტავ, რა მელექსება,
როცა გული აღარ მღერის.
No comments:
Post a Comment