დღეს ბალახებში გაგიშლი ლოგინს,
ზედ დაგვნათოდეს ვარსკვლავი, მთვარე,
უძირო სივრცეს გვანახებს ზეცა,
მარტო ვიქნებით: მე, შენ და ღამე.
იდუმალებით ავსილი არე,
სკებიდან სურნელს მოიტანს სიო,
თაფლივით ტკბილი შენი ტუჩების
მინდა გემო და სიტკბილე ვიგრძნო.
გვერდს მოგიწვები, როგორც ფოთოლი,
ათრთოლებული სინესტით მიწის,
შენა ხარ ჩემი სულის სალბუნი,
შენს გვერდზე ვნებით კვარივით ვიწვი.
No comments:
Post a Comment