Sunday, September 12, 2021

შენ რომ არ იყო!

შენ რომ არ იყო, ეს მწვანე ველი იქნება თეთრი,
დაიფარება მუდმივი თოვლით,
შენ რომ არ იყო, მზის სხივები ლაღი და მკვეთრი,
ვერ დამივლიდა, როგორც რომ ხომლი, 
შენ რომ არ იყო, ვერ ვიგრძნობდი წყაროთა ჩხრიალს,
შენ რომ არ იყო,  ვერ ვიწვნევდი გრძნობათა ბორგვას,
უშენობას ხომ მიუსაფრის ტკივილი ჰქვია,
ანამქერებულ ყინულს რომ მოჰგავს!
შენ რომ არ იყო, შევწყვეტდი სუნთქვას...

No comments:

Post a Comment