Wednesday, April 12, 2023

დარიგება (საბავშვო)

 ჯამ-ჭურჭელმა უარი თქვა,

 ემსახუროს თამუნიას,

ჩაიდანი ცალკე გარბის,

ლამბაქი და ჭიქაც მიაქვს.

შორიახლოს მისდევს გობი,

მას მიჰყვბა ჩამჩა, კოვზიც,

ჩანგალი და დანაც გარბის,

მიაბიჯებს ქვაბი ორი.

- რაშიაო, ნეტავ, საქმე, -

თამუნიამ ჰკითხა როდინს,

ისღა დარჩა მის ნუგეშად,

თვითონ თვალზე ცრემლი მოსდის.

- ეჰ, არ იცი, თამუნია,

რომ ჯამ-ჭურჭელს უნდა მოვლა?

ჭუჭყიანი თეფშების და

ლამბაქების გიდგას გორა!

როცა დალევ ჩაის, კომპოტს,

გამოავლე ჭიქა წყალში,

ჭურჭლის ჟელე მიმოუსვი,

მის გარეცხვას უნდა წამი,

აღარავინ გაგექცევა, 

დაბრუნდება ყველა სახლში. -

ასე ბრძანა ქვის როდინმა,

ეტყობოდა ბზარი ხმაში.

და მას მერე თამუნია

დედასავით გამრჯელია,

მის მოვლილ, გარეცხილ ჭურჭელს

მზის ადგება ნათელია.










No comments:

Post a Comment