მფრინაც ხალიჩას ვნატრობდი და მიმაფრენს ცაში,
თუ მეყურება?! ირგვლივ ისმის სიკვდილის მარში,
ნუთუ ცხადშია ყოველივე ან თუ სიზმარში?!
კვლავ ვერ ვახვედრებ ბეცად ნასროლ ისარს მიზანში .
ან რას წავიღებთ იმ ქვეყანად ეს არის საქმე,
ვერცხლის თასიც კი დაგვამძიმებს, თუნდ ლალით სავსე,
თან წასაღები ხურჯინი კი სიკეთით ვავსოთ,
იქ მიგვიღებენ სუფთა გულით, სადაც ის ფასობს..
No comments:
Post a Comment