Friday, April 21, 2023

 თუ კი ცხოვრებამ გვიმუხთლა და გამოგვკრა კვანტი,

პარნასის მთაზე გელოდები, ფიქრებით დაღლილს.

შენ წამოიღე სიყვარულით მჩქროლავი გული,

მე დაგიხვდები უკვდავების წყლით სავსე თუნგით.

გამოქვაბულში თუ დავიდებთ საცხოვრის ბინას,

რომ ავერიდოთ გაზაფხულის შხაპუნა წვიმას,

თუნდაც ხანდახან დაგვიაროს მკლავებზე, თმებზე,

ვიხეტიალოთ ვით ბავშვებმა ვარდისფერ გზებზე.

სურვილთახდენის დრო დადგება არაკად თქმული,

ჩვენც გავიტანოთ პოეზიის კამკამა ხნული,

დე, ლექსებს ჰქონდეს სინარნარე, რითმა, ქარიზმა,

და შენი სული მზის სხივივით, ცამ რომ აზიდა.

თუ კი ცხოვრებამ გვიმუხთლა და გამოგვკრა კვანტი,

პარნასის მთაზე გელოდები, ფიქრებით დაღლილს.

შენ წამოიღე სიყვარულით მჩქროლავი გული,

მე დაგიხვდები უკვდავების წყლით სავსე თუნგით.






No comments:

Post a Comment