კახა და ირმები,
ავტ. მაია დიაკონიძე, 7-10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
„კახა და
ირმები“ არის მოთხრობა, ზღაპრის ელემენტებით, ვიტყოდი ნახევრადზღაპარი. შედგება ხუთი
თავისაგან. ნაწარმოების მთავარი გმირი პატარა ბიჭი, სახელად კახა, მეტყევეს შვილია,
უყვარს ბუნება, ჰყავს მეგობრები: ძაღლი და კატა, ალბათ, როგორც ყველა სოფელში მცხოვრებ
ბავშვს. სამსახურში წასული დედა შვილს უბარებს, მარტო რომ არ იგრძნოს თავი, ირმებს
ესაუბროს ხოლმე, რომლებიც მის საწოლთან კედელზე ჩამოფარებულ ფარდაგზე ხატია. ბიჭუნაც
ასე იქცევა, როცა ეძინება, ზღაპრულ სამყაროში ხვდება, იქ ტყეში, სადაც ირმები ცხოვრობენ.
ირმებმა შვილები დაკარგეს. სწორედ შვილების მოძებნაში ეხმარება ბიჭუნა თავის ახალ მეგობრებს.
მოხვდება სოფელ ორომტრიალაში, რომელიც თითქმის დაცლილია და ერთ ბებოს შეუფარებია ის
ორი ნუკრი, რომლებიც მიწისძვრის შედეგად აღმოჩნდნენ ამ სოფელში. ამ სოფელსაც ორომტრიალა
იმიტომ ჰქვია, რომ პერიოდულად მიწა იძვრება ხოლმე, დადიან გზები, მდინარე, წყარო. ამიტომ
სოფელშიც არავინ ჩერდება. დილით კახა მამას უყვება ირმების გასაჭირის შესახებ, რომელიც
სიზმარში ნახა და მამა, კახა, ძაღლი და კატა მიდიან სოფელ ორომტრიალას სანახავად. პოულობენ
კიდეც უცნაური ხის დახმარებით. ორი ნუკრი ირმებთან მიჰყავთ, მაგრამ მამა გადაწყვეტს
სოფელში დარჩენილ მოხუცებს მიეხმაროს. თანასოფლელებთან ერთად გაჰყავს გზა სოფლისკენ.
ნელ-ნელა სოფელში მოსახლეობა ბრუნდება. ორომტრიალადან ტყეში აღმოჩენილ ხესაც სოფელში
დააბრუნებენ, რომელზეც ასევე უცნაური ჩიტები სხდებიან, უმღერიან სიკეთეს. სოფლელებიც
იწყებენ ლოცვას, ღმერთი შეისმენს მათ თხოვნას და სოფელში შეწყდება ორომტრიალი, თუმცა
სოფელს სახელი დარჩება, რომ ფრთხილად იყვნენ ადამიანები ბოროტებასთან, რომელსაც არასდროს
სძინავს.
No comments:
Post a Comment