Tuesday, April 18, 2023

სიმღერა (სახუმარო)

სიმღერა
(სახუმარო)
ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ,
ვეკითხები გვირილთ - მზის დებს,
ლამის გული ამომვარდეს,
შენი სიყვარული მიტევს.
ცას შევხედე, ხან კი ხმელეთს,
ცისარტყელის გავდე ხიდი,
არ გიყვარვარ, არც გიყვარდი,
როგორც იქნა, ახლა მივხვდი.
მაია დიაკონიძე
18.04. 2023წელი

No comments:

Post a Comment