Sunday, April 16, 2023

ერთი კოცნა (ფილოსოფიური)

 ერთი ლაღად მომდინარე სიტყვა,

ერთი კოცნა, ერთი ფეიერვერკი,

დარჩა უკვე ყველაფერი წინად,

ვერ ვპოულობ ახლა საწყის წერტილს.

და იმ  წრეზე გაჩერებებს ვუმზერ,

მივუყვები მას ბრმასავით მარტო,

ხან ბილიკი შემომხვდება მრუდე,

ხან კი სწორს გზას მამა ღმერთი მანდობს.

სული, გული მიისწრაფვის ცისკენ,

თან ვაგროვებ ქვეყნად თქვენს ღიმილებს,

და ამ თიხით მოზელილ ძეს ღვთისას,

ნეტავ, ზეცა ცოდვილს თუ მიმიღებს?!


No comments:

Post a Comment