Wednesday, April 12, 2023

ჩავარჭეთ სოლი (რელიგიურ-პატრიოტული)

 ჩავარჭეთ სოლი და დავსახლდით აქ, ამ მიწაზე,

ერთიღა დაგვრჩა, ერთადერთი, მოოხვა სულის,

და მაშინ როცა ჩვენ უფალი ასე ვიწამეთ,

გასცეს, აწამეს, ჩვენც გვებრძოდნენ შუბით და ცულით.

არ გავიყიდეთ, არ დავზავდით და არ დავმარცხდით,

ისევ უპყრია საქართველოს დროშები რჯულის,

და როგორც ერთ დროს ჯვარს გააკრეს დიდი მესია,

მაინც აღდგა და ჩვენც გვასწავლა საქმენი უფლის.


No comments:

Post a Comment