რაც უნდა მეთქვა, ვერ ვთქვი,
ვერ ვთქვი, რაც უნდა მეთქვა,
ამქვეყნად სხვებზე მეტად,
შენ რომ მიყვარდი დედა!
გეკიდებოდი კალთას,
ვცხოვრობდი მუდამ შიშში,
და დავრჩი ძალზე სახტად,
მაინც ხელი რომ მიშვი.
ახლა ზეცაში ცურავ,
მე ხან მაწვიმს, ხან მათოვს,
ეს გული დარდით კვნესის,
რატომ გაგიშვი მარტო....
რაც უნდა მეთქვა, ვერ ვთქვი,
ვერ ვთქვი, რაც უნდა მეთქვა,
ამქვეყნად სხვებზე მეტად,
შენ რომ მიყვარდი დედა!
No comments:
Post a Comment