მახსოვს ის ვარდი!
მახსოვს ის ვარდი, ერთხელ შენ რომ გამომიგზავნე
და ეკლიანი ბილიკები, – ჩემი წამება,
იყო დრო როცა, ვით მორწმუნემ სასოდ გიწამე,
მხოლოდ მე ერთი მოვყვებოდი კუბოს ჩრდილისფერს,
მე თვითონ ლანდთა სამეფოში ვიქეც აჩრდილად,
სულში რომ ვზრდიდი სიყვარულის მწვანე ჩითილებს,
დაზრა, ვით ვარდი ნაჩუქარი, სულშიც აცივდა...
მაია დიაკონიძე
11.04.2023 წელი
No comments:
Post a Comment