Wednesday, April 12, 2023

ახლა მხოლოდღა განაჩენს ველი (სატრფიალო)

 შენ მომიტანე სურნელი მთების

აყვავებული მწვანე ჭალების, 

ახლა მხოლოდღა განაჩენს ველი,

ბედის გზაზე თუ დამემგზავრები?!

ველიდან ფუტკრის ბზუილი მესმის,

ყაყაჩოს ცეცხლის მწვავენ ალები,

ახლა მხოლოდღა განაჩენს ველი,

ბედის გზაზე თუ დამემგზავრები.

შეიტკბო ჩიტმა ალუჩის წვენი,

თვალს მჭრის სითეთრე მთა-სანახების,

ახლა  მხოლოდღა განაჩენს ველი,

ბედის გზაზე თუ დამემგზავრები?!

არაგვს გასძახის მთებიდან მგელი,

და იზრდებიან ლეკვნი ალგეთის,

ახლა მხოლოდღა შენს პასუხს ველი,

ბედის გზაზე თუ დამემგზავრები?!




No comments:

Post a Comment