ბავშვის ღიმილი
ყველგან ეხატა ღიმილი თბილისს,
ყველა სახლს, ეზოს, კიბეს, აივანს,
ახლა თბილისი, ჩემი თბილისი,
ღიმილისაგან თითქოს დაცლილა.
თითქოს დაატყდათ ტოტები ნუშებს,
ალუბლებს თვალი სევდით აქვთ სავსე,
მე ვეგებები დარდიან ქუჩებს
და უცებ ვხედავ ღიმილა ბავშვებს.
აქვე ცოცხლდება ჩემი იმედი,
მხნედ მივუყვები ალუბლის ქუჩას,
და ეს ღიმილი, ბავშვის ღიმილი,
გადავიწერო სახეზე უნდა!
მაია დიაკონიძე
5.04.2023 წელი
No comments:
Post a Comment