Thursday, April 27, 2023

მზეს ნუ გაიტან!

 მზეს ნუ გაიტან, ჩემს სულში რომ შემოიტანე,

რომ აყვავილე იები და ნაზი ვარდები,

თორემ ფურცელზე დაწერს ჩვენი მემატიანე:

– მზე გაიტანეს, ჩამოუშვეს შავი ფარდები!

და რა აზრი აქვს სიცოცხლესაც სხივის გარეშე,

გაყინულ სულში თუ ჩასახლდა ბნელი დემონი,

მზეს ნუ გაიტან, ჩემს სულში რომ შემოიტანე,

არ დარჩე უგვან მოღალატედ, როგორც ნერონი.



No comments:

Post a Comment