როცა საფლავებს ეწვევა მწუხრი,
სხივნაფლეთები უკუნეთს მიაქვს,
ჰოი, მაგიურ ჯადო-ძალებით,
გადავაბიჯე მიღმიერ მიჯნას.
ახლა კი, მკვდრებო, გულგახსნილი ვარ,
თქვენს სახელს გმირულს ვფიცავ და ვიცავ,
დიდო მწერალო, გუდამაყრიდან,
ხედავ, ვერ ვიცავთ მშობლიურ მიწას.
ჩემკენ მოიწევთ შიშველ მკლავებით,
ვერ ვგრძნობ მე ახლა ტკივილს და შიშსაც,
მესმის სიტყვები გულსაკლავები:
გადაარჩინეთ სამშობლო მიწა!
No comments:
Post a Comment