Sunday, April 16, 2023

მინიმა (რელიგიური)

 შენ ხსნა მომეცი, ხსნა, 

რომელსაც ველოდი დიდხანს,

და სუსტი მხრებით მძიმე ჯვარი

სულ ზევით მიმაქვს,

ფრთები შეუდგი გასაფრენი,

ასწიე მაღლა,

დიდო მესიავ, ვინ მიყვარდეს

ახლა შენ გარდა.




No comments:

Post a Comment