ბზობაა და მე დედა გამახსენდა, ყველაზე ძვირფასი ადამიანი დედამიწაზე. რამდენ სიყვარულს ვაკლებდი, ახლა მივხვდი. უკრაინელი ქალი საქართველოში იყო გათხოვილი. ალბათ, სამშობლო როგორ ენატრებოდა, დედა, და-ძმები. სულ მეუბნებოდა, შორს არ გათხოვდე, დედასთან ახლოს უნდა იყოსო ქალიშვილი. გაჭირვების ჟამს, 90-იანებში დატოვა საქართველო ჩემს ძმასთან ერთად და რამდენიმეჯერ შეძლო მხოლოდ აქ ჩამოსვლა. მეც ვერ მივდიოდი იქით, ასე დავშორდით ერთმანეთს ოცწლეულზე მეტი. არასოდეს მიკითხავს მისი ცხოვრების შესახებ, რა ადარდებდა, რა აწუხებდა, წყნარი, ჩუმი ქალი იყო. არაფერს მოგიყვებოდა, არ აგაფორიაქებდა, შეიძლება იმიტომ, რომ არც მინდოდა მოსმენა. ახალგაზრდა ვიყავი და ჩემი საქმეებით დაკავებულ-გატაცებული. ასე გვგონია, რომ დედები მუდამ ჩვენ გვერდზე იქნებიან, რომ ისინი უკვდავნი არიან, რომ მათ არაფერი აწუხებთ. მხოლოდ ზრდასრულ ასაკში ხვდები, რა ძვირფასია ის, შენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი, რომელსაც უნდა ჩაეკრა და არასოდეს მოსცილდე, რა თქმა უნდა, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ. ვდარდობ, რომ თითქმის არაფერი არ ვიცი მის შესახებ, იმიტომ რომ უკრაინაში დაიბადა, გაიზარდა.
Sunday, April 9, 2023
ბზობა და დედის გახსენება (მოგონებებიდან)
გუშინ სინანულით წარმოვთქვი ამის შესახებ ჩემს ქალიშვილთან: - რატომ, დედა?! – მითხრა ყვედრით. თვითონ სულ თვალებში მიყურებს, რამე არ მეწყინოს, სულ უნდა მასიამოვნოს. ღმერთმა გაახაროს ამისთვის. ახალგაზრდებო, ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომებს, იყავით ყურადღებიანნი ახლობლების მიმართ. რათა კეთილი გვეყოს ჩვენვე, ბედნიერებმა ვიაროთ დედამიწაზე.
ოცნება ვხატე!
ოცნება ვხატე დედის ხელებით
მაშინ, აკვანს რომ მირწევდა ნაზად,
მხოლოდ ოცნებით დაფრინავ ცაში,
მხოლოდ ოცნება არ გტოვებს არსად,
მხოლოდ ოცნებით გაუძლებ ტაროსს,
მხოლოდ ოცნებით მიაღწევ მიზანს,
ღმერთმა აკურთხოს დედების ცრემლი,
ჩვენს ოცნებებს რომ ეღვრება წვიმად...
მაია დიაკონიძე
21.11.2012 წელი
სოფო ბებიასთან ერთად, ხუთი წლის წინანდელი ფოტოა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment