Friday, April 21, 2023

ქალი სტუმრობს სანაპიროს, ავტ: ნატსი, ნატსი (დანელია), მიშას ნახატზე: ,,ტირიფთან" კომენტარად ლექსი

 ქალი სტუმრობს სანაპიროს

ქალი სტუმრობს სანაპიროს,
ყვავილებით ხელში,
მზე ნელნელა იპარება,
იმალება მთებში.
ტირიფის ხე მარტოობით,
მოწყენილი ტირის,
მდინარე კი მიდუდუნებს,
ჩუმად,
აღარ ყვირის.
ქალმა დინჯად ჩაურა,
იასამნის ბუჩქებს,
ეხუტება ყვავილს,
გული
სიყვარულით უჩქეფს.
სიფრიფანა გრძელი კაბა,
არ უმალავს ფეხებს,
მზე,ბოლო სხივს,ალბათ ღრუბელს,
ისევ ჩაასესხებს.
ქალი სტუმრობს სანაპიროს,
იდუმალი ქალი,
დაისმა კი თითქოს ზეცას,
მოსდო ცეცხლის ალი.
---
ნახატის ავტ.მიხეილ დიაკონიძე

No comments:

Post a Comment