არღავანია, იუდას ხე, ფოთოლმცვივანი,
ლურჯ გაზაფხულზე ატამივით შეიმოსება,
რომ დაიფაროს და არ გასცეს სული მტკივანი,
სინანულის ფიქრს რომ უმღერონ ზეცის მგოსნებმა.
ყვავილი ყვავილს ისე მისდევს, როგორც ჩუქურთმა,
მასში იმდენი სატკივარი, ქვეყნის დარდია,
კაცთაგან ყველას სინანული შეგიკრებია
და ჰყვავი, ჰყვავი, ატამივით არღავანია.
ტყუილად არ მოგცა შენ უფალმა ეს სილამაზე,
შენში ტკივილიც ბევრია და უფლის წყალობაც,
იუდას ხე ხარ, და სისხლით წერ შენს ვარდ-ფიქალზე,
მოღალატეებს არ ექნებათ ქვეყნად დანდობა.
No comments:
Post a Comment