Sunday, April 23, 2023

,,აღდგომის მადლია მთავარი", ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, კომენტარებით







ბრწყინვალე შვიდეული დგას აღდგომის შემდგომი. გთავაზობთ შესანიშნავი პოეტის – ელგუჯა ციგროშვილის არაჩვეულებრივ ლექსს:
აღდგომის მადლია მთავარი!
,,შეუნდე, რომელნი გვედრიან," —
შენს იქით, ხსნა მაინც არ არი...
სიკვდილი, — სუყველას ხვედრია,
ა ღ დ გ ო მ ი ს მ ა დ ლ ი ა მთავარი !
ვბორგავ და ვერაფრით ვისვენებ,
რა პირით ვითხოვოთ შენდობა?!
იმ ჯვარცმის ამბებს რომ იხსენებს,
ი ე ს ო როგორღა გვენდობა?!
,, ხელების შეწმენდა ვაცთათვის" —
ვიცით, რომ ცოდვილთა წესია...
თუ არა სწავლებად კაცთათვის,
აბა, რად მოვიდა მ ე ს ი ა ? !
ჩვენ ვერც სიყვარული ვისწავლეთ
და ვერც ერთმანეთის გატანა...
პავლე? — კვლავ ემსგავსა იმ სავლეს,
რომელსაც მოძღვრავდა სატანა !
და დაბუშტული გვაქვს ტუჩებიც,
იუდასეული კოცნებით...
უკვე ნაძებნი გვაქვს ქუჩებიც,
სამოთხეში შესვლის ოცნებით!
თან ცოდვის კურტანი გვკიდია,
სხვისაზე მსუბუქი გვგგონია...
ბოლოში რომ ბეწვის ხიდია,
ცოდვა–მადლს თურმე იქ წონიან.
ჩემი სახით განვვლე ცხოვრება,
არ მაქვს ნიღაბი და სხვა რიდე...
არც ვიცი, თუ მელის ცხონება,
ცოდვებს კი... სულ ფეხი ვარიდე.
ლეგენდაც მართალი მგონია,
მზარავს ჯოჯოხეთის გენია...
ეტყობა, სინდისიც მქონია,
მე შენდობის თხოვნაც მრცხვენია.
,, შეუნდე, რომელნი გვედრიან," –
შენს იქით, ხსნა მაინც არ არი...
სიკვდილი, სუყველას ხვედრია,
აღდგომის მადლია მთავარი!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი,
16 ივნისი, 2021 წელი
შეიძლება ილუსტრაციაა


ელგუჯა წიკლაური

გილოცავ ჩემო სეხნიავ, დაესწარ მრავალ აღდგომას, იყავ ქარიშხალთ მრდგუნავი და ყველა მოყვასსზე მხტუნავი.

 ელგუჯა ციგროშვილი

Элгуджа Циклаури კაფის პასუხად ჩემ კლასელ გუჯა წიკლაურს .
( ფშაურ კილოზე .)
1 . აბა , ჩაჰხედენ პასპორტსა ,
კიც დაგიფთხვება ძილია ,
წლებ ისე მოგვმრავლებია ,~
როგორაც ციცას წყილია ;
2 . ჩვენ ასაკს შვენის სიდინჯე ,
შენ გონ რამ გამოგილია ,
რაღა დროს ჩვენი ხტუნვაა ,
რადა ხარ მწერელჩვილია ?
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
18 აპრილი , 2023 წელი .

Natalia Cigroshvili
ელგუჯა ციგროშვილი სად გაგონილა ელგუჯავ,
ხახათ ელგუჯას ხტუნვაო.
ისეთ გული აქვს, კეთილი,
მტერიც კი შეიყვარაო

No comments:

Post a Comment