Thursday, April 13, 2023

შენ რა გითხარ!

 შენ რა გითხარ, შენ რა გითხარ,

არაგვო და იორო,

მაგ ტალღების დგაფა-დგუფი 

ასჯერ რომ იმეორო,

თუკი სული აღარ დაგდევს 

იმ ვაჟკაცი ქართველის,

მხოლოდ ისე, გასართობად,

დალიე და  დათვერი,

მაგ ტალღების დგაფა-დგუფი 

ასჯერ რომ იმეორო,

ფშავლის სული თუ არ მოგდგამს,

ვიღას უნდა ეომო. 

შენ რა გითხარ, შენ რა გითხარ,

არაგვო და იორო,

იყვირე და იღრიალე,

შენი ხმა გავიგონო.

,



No comments:

Post a Comment