Thursday, April 20, 2023

შენ სიყვარულის ღმერთი იყავ! (სატრფიალო)

შენ სიყვარულის ღმერთი იყავ, იმ წუთს და იმ წამს,
როცა სახეზე თბილზე თბილი ხელი შემახე,
ასე მეგონა ზეცას მივწვდი, ვაღებდი ცის კარს,
და ვარდისფერი ღვინით სავსეს ვსვამდი ზედაშეს.

ზღვა ელვარებდა, ჩაქცეული შიგნით მელანი
შენს თვალის ფერში ბრჭყვინავდა და მიილეოდა,
წვიმდა და ქუხდა, ცას აპობდა მკერდით მერანი,
და წყლის შხეფები მარგალიტად განიბნეოდა..

ხარბად ვსუნთქავდი მე იმ ჰაერს, რაც რომ გვებოძა,
დედამიწაზე იქნებ მოსვლა არც გვიწერია,
და მოდიოდა მოძახილი მთების ექოთა,
დაჰკონებოდა ქარიშხალი ტუჩებს ვნებიანს.
მაია დიაკონიძე
20.04.2023 წელი



No comments:

Post a Comment