გამანებივრე, რომ მზედ მექცეს შენი ღიმილი,
ზედ დამეფინოს მსუბუქ სიოდ, ზღვის ნაზ ტალღებად,
რომ დამავიწყდეს ამ ცხოვრების დარდი, ტკივილი,
ჩიტთა ჭიკჭიკში, ტყის შრიალში მსურს დავანება.
გამანებივრე, ცად რომ მექცეს შენი თვალები,
ლაღ ლაჟვარდებში მონანავე ფრთათეთრ ღრუბლებად,
და ჯადოსნური, მაგიური შენი ძალებით,
მხოლოდ ზღაპარში რომ შემეძლოს მე დაბრუნება.
No comments:
Post a Comment