Monday, April 10, 2023

გაყინულია ძარღვებში სისხლი (სატრფიალო)

 გაყინულია ვენებში სისხლი,

დაჭიმელია ლურჯი ძარღვები,

რომ არ გიყვარვარ არც ერთი მისხლით,

იმიტომ ვხედავ, არც გენაღვლები.

კვდებიან ცოცხლად, კვდებიან ძილში,

კვდებიან ზოგჯერ ძილის აბებით,

რომ არ გიყვარვარ არც ერთი მისხლით, 

ვხედავ, იმიტომ არც გენაღვლები.

როცა მორფევსი შემახებს  თითებს, 

თვალს დამიხუჭავს უხმოდ, წამებით,

რომ არ გიყვარვარ არც ერთი მისხლით,

იმიტომ ვხედავ, არც გენაღვლები.



No comments:

Post a Comment