Wednesday, July 27, 2022

სამშობლოს! (პატრიოტული)

სამშობლოს!
ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე,
რომ გავიზარდე მე შენს კალთაში,
რად ვაკვნესებდე უნდა ბაიათებს,
სიხარული მხვდეს ერთი ათასში.
თუ იმისათვის გაიხსნა ზეცა,
მხოლოდ დარდების ცრემლი გვაწვიმოს,
გზაზე აყვავდეს ეკალი, ძეწნა,
გაქრეს ვაზების ძირი საჩინო.
დღეს თემურ ლენგის ცხენის ნაკვალევს
შემოჰყოლია ასი ხიზანი
და რომ შეგხედე, მშობელო დედავ,
ნატანჯ-ნაგვემი ვეღარ გიცანი.
სულში შემოდის მტანჯველი ფიქრი,
ნუთუ სამყარომ უნდა გაგწიროს?
მაგრამ გავმართე დრო-ჟამთან ქიშპი,
დარჩები ვრცელი და უნაპირო.
მაია დიაკონიძე
27.07.2022წელი


,




No comments:

Post a Comment