,, ინ ვინო, ვერიტას! "
(ლათინური შეგონება)
,,ღვინოშია ჭეშმარიტება!"
ისე დავლიე , ჩრდილიც დამეთრო,
ბარბაცით მდია სახლის კარამდი...
მერე მთელ ღამეს ის მებუტბუტა:
,,ღვინოს შენც რატო არ იპარავდი?"
შე დალოცვილო, რისკენ მიბიძგებ,
ვიღამ ირწმუნოს ჩემი დენდობა...
საკუთარ თავს თუ ღვინოს მოვპარავ,
მერე, ვინ, ანდა რაში მენდობა?!
ყანწს და ფიალას შემოვღიმილებ,
როდესაც ფრჩხილზე დაიწრიტება...
თვით დ ი ო ნ ი ს ე მეჩურჩულება:
რომ ,,ღვინოშია ჭეშმარიტება!"
თანაც წუთითაც არ მავიწყდება,
თუ რა მოკლეა წუთისოფელი...
ან სამოთხეში როგორ მოვხვდები,
ჭეშმარიტების უარმყოფელი!
ვერ მოვიპარავ, დამგმონ, დამტუქსონ,
თუნდ მეჩიჩინონ მთელი დღე–ღამე,
ბოლომდე შევსვამ ,,ჭეშმარიტებას, –
იქნებ ცხოვრებას გავუგო რამე!
P. S. ,,In vino veritas! "–
,, ღვინოშია ჭეშმარიტება!"
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი, 11.07. 2012 წელი
No comments:
Post a Comment