Wednesday, July 13, 2022

თუ ვერ შევძელი (სატრფიალო), ლექს-კომენტარი, ელგუჯა ციგროშვილის

თუ ვერ შევძელი...
თუ ვერ შევძელი მოსვლა შენამდე,
ამოვიშენებ სულის აკლდამას,
იქნებ ავიდე ჩიტად ზეცამდე,
გადავუფრინო სადმე ქარაფსაც..
ჩამოვიქცევი წვიმის ნიაღვრად,
შენთან მინაზე დავაკაკუნებ,
წვეთებში ნახავ სულის მინანქარს,
დაგეკიდები ნდომის საყურედ.
ვფიქრობდი, რომ არ გეძინა ჩემთვის,
სხვას იხსენებდი წუხელის თურმე,
ჩემი თავი რომ მეგონა ,,მერი",
დღეს ჩემს ოცნებებს საკმეველს ვუკმევ..
მაია დიაკონიძე
13.07.2022წელი
ლექს~სურათის კომენტარად მაიკოს!
(ფშაურ კილოზე)
1. ენა სხვას ამბობს,
გული სხვას,
გულის ნადებსა ჰფარაო ...
მკერდზე ტყუილად იფარებ, გამჭვირვალეა
მარაო;
2. გვირილით იმარჩიელე,
ის გეტყვის:
,, ჰ ო," თუ ,,ა რ ა ო ",
უფალს მადლობა,
კაფიამ,
თუ გული გაგიხარაო!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ . თესალონიკი
13 . 07 . 2022 წელი
,,სვეტიცხოვლობა!"

No comments:

Post a Comment