ციკლიდან : ,, ს ა ლ ა ღ ო ბ ო ! "
ღამეც აღარა მძინაო ...
( ფშაურ კილოზე .)
1 . იმ დღეს რა
ფეხზე წამოვდექ ,
რატო არ დავრჩი შინაო ,
წამოველ იროდისთანა ,
ვთქვი : ~ იქნებ არა სძინაო ,
2 . იქ ბიჭებს ,
,, საცხვრე დუქარდით "
თავებსა ჰკრეჭდა თინაო ,
,, საგაზაფხულო
პარსვა მაქვ ", ~
თან ესე შამამცინაო !
3 . იმდენი მელაპარაკა ,
მეც ჩამოვუჯექ წინაო ...
რად არ ვიფიქრე ,
თ უ შ ი ა ,
რა ეშმაკმ შამაცდინაო ,
4 . ლაღად ნაზარდი
ქ ო ჩ ო რ ი ,
სუ ,, პოლზე " დამიფინაო ,
ც ხ ვ ა რ ი ვ ი თ
გაპარსული ვარ ,
საქვეყნოდ შამარხცვინაო ,
5 . სარკეში თუ ჩავიხედავ ,
სუ ბოღმისგანა ვგმინაო ,
თ ა ვ ზ ე რო ხ ე ლ ს
გადავისვამ ,
ღ ა მ ე ც აღარა მძინაო ;
P.S. რაც მაგას
,, გ უ ლ შ ი ვ უ კ უ რ თ ხ ე , ~
ერთიც არ ააცდინაო !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
1 . 06 . 1996 წელი .
( X X საუკუნე .)
მურმან ცოცხალაშვილი
გონჯი ამბავი შაგყრია
თუმცა კი გამეცინაო,
ეტყობა რამე აკადრე
ან შენგან რამ ეწყინაო,
ელგუჯა ციგროშვილი
კაფიის პასუხად მურმან ცოცხალაშვილს :
( ფშაურ კილოზე .)
1 . ,, სხვის ჭირ რო
ღობეს ჩხირია ,
შენ იმან გაგაცინაო"...
ხელობას რო იბრალებენ ,
ბევრია ეგეთ თინაო ,
2 . თუ შენაც შაგხვდა ,
ინატრებ :
,, ნეტავ სადმ
გამაძვრინაო "...
სარკეში რო ჩაიხედავ ,
იტყვი : ~
,, მიყურებს ვინაო ?!"
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
6 . 07 . 2022 წელი
მურმან ცოცხალაშვილი
თუ ვინმე ცუდად გამკრიჭავს
და ხელი შაირცხვინაო
ერთი არ ასცდეს ვინც მურმანს
დალაქი შააგინაო,
მაშინ მიხვდება ბეჩავი,
დიდხანს რად ასლოკინაო.
ტიტველა ,,იმით,,ნეტარა,
ზღარბი ვინ შააშინაო.
იქნება ჰლოცავს თინაი,
თქვენ გულშამატკივართ შინაო.
No comments:
Post a Comment