თვითონ არ ვიცი, რატომ მიყვარხარ,
თავი მგონია ნაზი ისიდა
და ჩემს ოსირისსს გულში გინახავ.
როგორც ზღვის ტალღებს კლდეთა ქიმები,
შორიდან მეტრფი და იმზირები,
მე კი ხანდახან ფრთათეთრ თოლიად,
შენს ძლიერ მკერდზე გავირინდები.
თითქოს და მაბამ შენს მკრივ სხეულზე,
ზედ ჯადოსნური სიტყვა წერია,
უშენობას მე დიდხანს ვერ ვუძლებ,
ჩანს შენგან წასვლა არ მიწერია.
9.07.2022 წელი
No comments:
Post a Comment