Monday, July 18, 2022

ქალწულად მოვალ! (მეორე ვარიანტი)

 ქალწულად მოვალ !

1. ტკბილ სიზმარივით კარგად ავხდები
და ჩემი ნახვით ნუ გაკვირდები ...
შენ სიყვარულით სავსე დამხვდები ,
მოვალ და შენზე დავიწინდები . 2 . ქალწულის თეთრი კაბა მეცმევა და თეთრ ყვავილთა მერქმევა თოვა , ზეცას მისწვდება ხოტბა და ქება , თვით გაზაფხული ქორწილში მოვა . 3 . შენც თავზე ისე შემომევლები , როგორც ნიავი , თბილი და ნაზი ... ბედნიერებით ანაცრემლები , ჩაგეკონები, ვით ჭიგოს ვაზი! 17 . 07 . 2022 წელი .

No comments:

Post a Comment