შესცივდა ჩემს გულში იას და ენძელას,
ზამთარმა აქაც კი მომაგნო, დამთრთვილა,
უშენოს სიცოცხლე ძალიან მეძნელა,
ამიტომ ზეციდან დავეშვი ადვილად.
ტუჩებს და ყვრიმალებს, შენს თვალის ოვალებს,
ვხატავდი რვეულში, დავღალე მარჯვენა,
და როცა დრო იყო, მაშინ ვერ მოგაგენ,
ახლა რომ გიპოვე, თავადაც არ მჯერა.
მუქ ლურჯი თვალების მორევში ჩავეშვი,
და გავხდი მე შენი სიზმრების ფერია,
ზეცისკენ გავფრინდეთ ოცნების ღამეში,
პარნასზე ღმერთები გვირგვინით გველიან.
7.07.2022წელი
No comments:
Post a Comment