მე მივდიოდი ფეხშიშველი თეთრ ფაფუკ თოვლში,
მინდოდა შენი ვყოფილიყავ გულის თილისმა,
ნაზი ფურცლები დაცვენილა ფიფქების მოლში,
და დიდი სევდა სიყვარულის მზერას მინისლავს.
შენ კი სარკმელი დაგრჩენია ზამთარში ღია,
არ გამიცივდე, დაიფარე თბილად საბანი,
ყინვა ძარღვიდან გაზაფხულის თბილ ქარებს მიაქვს
დაგექარგები შენს სხეულზე, როგორც მაქმანი.
10.07. 2022 წელი
No comments:
Post a Comment