Monday, July 18, 2022

არ ვიცი! (სატრფიალო, ძველი ლექსია)

 არ ვიცი, რატომ, ასე მეგონა, 

ფიქრები შენი ჩემთან რიალებს,

ღვინოს უცქერდი, როგორც მეგობარს,

სცლიდი ტრფიალით სავსე ფიალებს,

მაგრამ არ ვიცი, ნეტავ რა მოხდა,

შენთვის პასუხი დავაგვიანე,

და შევრჩი მარტო იმ ტრფობის ხსოვნად

უნაპირობის ძველ  არეალებს!


 

No comments:

Post a Comment