Sunday, July 3, 2022

დაჭრილი ვარ ისრით (პატრიოტული)

 დაჭრილი ვარ ისრით, ჟონავს, წვეთავს სისხლი,

ამ ქვეყანას ვხედავ ბინდში ჩანთქმა ელის,

თუ კი არ დაფასდა სიმამაცე, ნიჭი,

დარჩა სახლი, ფუძე საპატრონოდ გველის.


მოსდებია მილეთს ჩვენი მოდგმა, ჯიში,

სიყვარული ქრება, როგორც მზეზე თოვლი,

ნუთუ აღარ ესმით ძახილი ამ მიწის,

კვნესის, როგორც ბავშვი, ვეღარ უძლებს ლოდინს.


დაილია, დაჭკნა, ღობე-ყორეც გაქრა,

ვერ ისწორებს უკვე ხერხემალზე მალებს,

მაინც გაიელვებს  ლურჯი გემის აფრა,

ცდილობს სამკუთხედში ბერმუდის არ გაქრეს.



No comments:

Post a Comment