და რას გაიგებ, რატომ გიყვარს, ან რატომ არა,
საით მიჰყავხარ უცნობ გრიგალს, ჯადოსნურ ძალას,
რად არ შეგახო ტრფობის ღმერთმა ერთხელაც ფრთები
და უსიცოცხლო ღამის ლანდის აღმოჩნდი გვერდით.
ზოჯერ კი კრთები თეთრყირმიზი მთვარის სხივებში,
სიყვარულისთვის არ გჭირდება რამე მიზეზი,
ჩაიძირები უსასრულო ვნებების ზღვაში
და უმართავ გემს ქარიშხალი ნაპირებს გახლის.
No comments:
Post a Comment