ყელს გიკოცნიდი, გეხვეოდი როგორც ავაზა,
ღმერთს აეწია ყველა ნაზი გრძნობის თამასა,
ვმოგზაურობდი ნეტარების დიდ თეთრ ღრუბელში,
შენთან ყოფნა ხომ ერთადერთი მქონდა ნუგეში.
ეგ ცხელი კოცნა, როგორც ლავა ჩემს ლურჯ ძარღვებში
ედინებოდა, ცეცხლი ენთო გულის არეში
და ერთი ღამეში თუ კვდებიან სიყვარულისგან,
მაშინ სიკვდილიც, სანატრელო, შენთან მწყურია.
No comments:
Post a Comment