მინდა მარად დავრჩე შენთვის
ლამაზი და სასურველი,
როგორც ფუტკარს სულ მიგქონდეს
ჩემი ყვავილების მტვერი,
როგორც მწყემსი ცხვრების ფარას
მუდამ ფხიზლად მდარაჯობდე,
ღამით ისე მიყურებდე,
როგორც ცაზე მანათობელს.
ჩვენს სიყვარულს ადარებდე
ელვა-ქუხილს, ცხენთა რემას,
ტრამალებზე ფაფარაშლილთ
ფლოქვიდან რომ გრგვინვა სწყდებათ,
არასოდეს დაგავიწყდე,
არასოდეს მიმატოვო,
ქარაფიდან გადაფრენა
რომ არ იყოს ჩემი ბოლო.
No comments:
Post a Comment