Sunday, July 17, 2022

მწყურვალი ხე ვარ (სატრფიალო) ეძღვნება ნაადრევად დაღუპულ გოგონას - მარიამს, 19 წლის მოჰყვა ავტოკატასტროფაში

 მე მარმარილოს ფილაქანზე  ვწევარ სასახლის,

სულ სასურველი ცივ ქვებს ვეკვრი დიდი ატლანტის,

მინდა სხეული გავიგრილო, მეწვის მარადის,

დიდ სიყვარულსაც, ჟინს და ვნებას უნდა ტალანტი.

არ ჩაიფერფლო, რომ არ მოკვდე ისე ადრიან,

ოფელიასაც ტრფობის სენმა ხელი დარია,

გავცქერი ბროლის მინებიდან ღამეს მთვარიანს,

ოლიმპოს ღმერთნიც ნადიმობენ, აქვე არიან.

როგორც ვენერა, გათანგული მძაფრი ვნებებით,

მწყურვალი ხე ვარ, დამარწყულო, შენ გევედრები,

დამწვა ვით ფიჭვი, დამიარო ცეცხლის ენებით,

პირველი ღამის თაფლი მერგოს, სიტკბო ედემის.








No comments:

Post a Comment