გიული ჩქარეულს,ფეხის ოპერაციის მერე!
/ფშაურ კილოზე./
დაბრუნებულხარ,გიული,
სულ სახე-ღიმილიანო,
,,ლექს-თერაპიას" ვაგრძელებ,
სხვებიც რითმებსა სცდიანო.
ხევია დაწუხებული,
თავის შვილს მოგელიანო,
სუყველა სამზადისშია,
მთები ნისლებსა სცრიანო.
მყინვარი დინჯად გადმოსცქერს,
თერგიც გიჟ-მაჟად ხმიანობს,
კიც გაცეკვებენ ,,მოხეურს,"
ძალიან მიხარიანო.
სუყველას მოგვნატრებიხარ,
ლექს-ღიმილ-ბარაქიანო,
ერთ კაი აზრ მამივიდა,
და უნდა გავახმიანო:
ახალ წელს მეკვლედ მოგიწვევ,
ვინძლო, არ დაიგვიანო,
კაი ,,მეფეხურ"იქნები,--
შე ,,ახალ ფეხებიანო!":)
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.17.04.2013 წელი.
გიული ჩქარეული -
არ დაგიმალავ,ველოდი,
,,თერაპიების,,სერიალს,
თვალნი დღემდე რომ ცრემლობდნენ,
დღეს სიხარულით მღერიან.
ხევი ჩემს გულშიც ხმიანობს,
სულ იქ ტრიალებს გონება,
რაიღა მამკლავს,თუ ფეხქვეშ-
მთის კენჭი გამიგორდება.
მეკვლეობაზე იცოდე,
მსურველთ დამყვება ამქარი,
სადაც კი შევალ ოჯახი-
ტკბება ვით თაფლი,შაქარი...
ახალწლის ღამეს გეწვევით,
სამშობლოს ნობათს მოგიტანთ
და საახალწლო ნაძვის ხეს,
ქართულ ლექსითაც მოგირთავთ.
გელა ციგროშვილი - გუჯას...
ჯერ ახლა სწავლობს სიარულს,აცალე ადამიანო..
შორს მგზავრობამ არ აწყინოს,ისევ არ დააზიანო..
სამშობლოში არ ყოფილა,ჯალაფნი მაელიანო..
თვალსად-ხელს შუა რო გვართმევ ეგ არ თუ გიფიქრიანო..
ხევი არ გადაიმტერო,ჩვენ ცალკე გვაეჭვიანო..
,,ლექს თერაპიის "მეთოდებს ჯანმრთელზე აღარ სცდიანო!!!..
გელა ციგროშვილი - გ ი უ ლ ი ს
გ-ამარჯვებულის სარტყელი,მუდამაც ერტყას წელზედა..
ი-მედიანიმც მენახოს, შაბმული ბრძოლად მტერზედა..
უ-ფალი ედგას გვერდითა,ზღვაში,ცაზე თუ ხმელზედა..
ლ-ოცვებში მოვიხსენიოთ, გამარჯვებოდეს სენზედა..
ი-ფაროს სალოცავებმა,მთის,ბარისა თუ ხევისა..
ს-ნოს თავზე დაბრძანებულმა სპათანგელოზმა წვერისა..
გელა ციგროშვილი..თელავი
No comments:
Post a Comment