Sunday, July 17, 2022

სტუმარი (მოთხრობა - ზღაპარი)

სტუმარი

პატარა ბიჭი გულამომჯდარი ტიროდა ეზოს შუაგულში, გვერდზე გოგონა ედგა, მის დაწყნარებას ცდილობდა, იქვე დამტვრეულ ველოსიპედს დაეჭირა ადგილი, წითელი ფარები მზეზე ბრჭყვინავდა და ანათებდა, ველოსიპედი გვერდზე დახრილიყო, უცნაურად ეჭირა თავი, საჭე მოღრეცოდა, ბორბლებიც არ იყო კარგ დღეში. თითქოს არაფერს შეეძლო გულამოსკვნით მტირალისთვის თვალებიდან მოდენილი ნაკადის შეჩერება, არაფერს, ისეთი იყო მისი გულისწუხილი და კვნესა. უფროს ბიჭებს წაეყვანათ ველოსიპედი, დაემტვრიათ და უკან ისე მოეტანათ. ამ დროს მიმდებარე ქუჩიდან მოხუცი შემოვიდა, თეთრი თმები და წვერ-ულვაში უმშვენებდა თავს, ხელჯოხი ეჭირა. უცაბედად და-ძმას შეეხმიანა: - ბავშვებო, ცუდად ვარ, წყალი მომიტანეთო! - ბიჭუნამ მაშინვე შეწყვიტა ტირილი და კაცს შეაცქერდა, ჯადოქარი ხომ არ არისო! რატომღაც ასე გაიფიქრა, დას ხელი ჩაჰკიდა და წლის მოსატანად სახლში გაიქცა. ცოტა ხანში სავსე წყლის ჭიქით ხელში გამოჩნდა, მოხუცს წყალი მიურბენინა. დალია წყალი სტუმარმა, ბიჭს მადლობა გადაუხადა, აიღი ხელჯოხი და ეზოდან გავიდა. ბიჭს ისევ ტირილის დაწყებას აპირებდა, გაახსენდა თავისი ველოსიპედი, შეხედა, მაგრამ რას ხედავს, მთელია და ბრჭყვიალ-ბრდღვიალი გააქვს, მისი ნიკელის ტანი ბზინავს და ლაპლაპებს, დგას ცხენივით და პატრონს, - მომახტი ზუგზე, გაგაქროლებო, - ეუბნება. დაბნეულმა ბიჭმა მოხუცის კვალს თვალი გააყოლა, - მართლა ჯადოქარი ყოფილაო, - გაიფიქრა.
7/17/22 1:00 PM
შეიძლება მხატვრული ნაწარმოებია
ზაზა ფელიშვილი და თამარი ოღლიშვილი-ბიძინაშვილი
3 კომენტარი

No comments:

Post a Comment