ღამე ვაჟას ჩარგალში.
თავზე დაგვყურებს მცირე ცარგვალი,
თითქოს გადაზომ მტკაველ~მტკაველად,
რა პატარაა თურმე ჩარგალი...
და რა დიდია ვაჟა~ფშაველა!
ხარ~ირემივით ლაღად მყვირალი,
სამი გაფრენით სხვაზე მეტია,
ან კი რა არის გასაკვირალი,
ამ კუთხეში რომ ვერ დაეტია.
ყველა სულდგმულის ენა იცოდა,
ნიავს უსმენდა მინდიასავით,
ხმელი წიფელის დარდით იწვოდა,~
იას ეფერა ობოლ დასავით.
მიდამოს სევდის წვიმები აწვიმს,
ვინ შეაჯერა ასე ყეფით ცა...
დაკოდილ მხარში შეუდგა არწივს
და მხარკვერიანს ძმად შეეფიცა.
მთის წვერზე მთვარე დაბრძანდა მცხრალი,
ირგვლივ შუქს აფენს მტკაველ~მტკაველად...
რა პატარაა თურმე ჩარგალი~
და რა დიდია ვაჟა~ფშაველა!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 29.07.2013 წელი.
No comments:
Post a Comment