Sunday, July 10, 2022

 არა ვარ რაღაც ხასიათზე, არ მომდის ძილი, 

ასე მგონია ზღვის ფერებში ტუში ჩაიქვცა,

და გაიშალა მზის სხივებში ლოტოსის კვირტი,

მაგრამ რატომღაც ამოსულა ისიც შავიდან.

ნათელს რომ ბნელი შეერევა, ღამეც ხომ მოდის,

და ჰორიზონტზე მზე ამოდის მერე თავიდან,

სიბრძნისთვის დათმე ცალი თვალი, შენ, დიდო ოდინ, 

ზოგჯერ სიმართლე უკეთა ჩანს ბნელი ღამიდან.


No comments:

Post a Comment