არ ვარ ამ ღამით ხასიათზე, თრთიან ვარდებიც,
გადასდებიათ ჩემი ფიქრი, ჩემი განწყობა,
მზე ჩასულია, შენ სამყაროვ, რას მემართლები, -
ლამაზ ყვავილთაც თუ მოელით ლპობა, დაჭკნობა.
მე კი უბრალო ადამის ძე, სულით სნეული,
სინანულს ვებმი, მოვიხატავ გულის კანკელსაც,
დე, ნუ ვიქნები გულბოროტი მტრისგან ძლეული,
და ვარსკვლავივით მთელ სამყაროს ვფენდე ნათელსა.
No comments:
Post a Comment