ჩალეწილი მაქვს გულის კარები,
ღია რომ მქონდა დღისით და ღამით,
თუ საქართველოს მზე ჩაესვენა,
და დაიჟანგა ხმალიც და ფარიც,
თუ ქართველობას არ აქვს ძალები,
მშობელი ფეხზე წამოაყენოს,
და უნდა მოკვდეს ტანჯვა-წვალებით,
საიქიოდან რომ შეგვაჩვენოს.
მაშ ავიყვანოთ კავკასიონზე,
რაღას ვუშველით ჯადო-წამლებით,
ძირს ჩამოვაგდოთ და დავცეთ ლოდი,
უცებ რომ მოკვდეს განაწამები.
No comments:
Post a Comment