შენ ფიქრში მკოცნი და მე ფიქრში მასვე გპასუხობ,
რომ სიყვარული უსაზღვროა და უსასრულო,
სულში ვარდებად ამოსულო, სულო ზღაპრულო,
პარნასზე გელი, საწადილი რომ ავასრულოთ.
ევტერპე ნაზი პოეზიის ჩამოჰკრავს ლირას,
ღვთიურ ჰანგებად შეიკვრება ზეცა და მიწა,
- რად გიყვარვარო, ასე ძლიერ, - ალბათ შენ მკითხავ,
ისევ ლექსებად დაგეღვრები ამ გულის ხიზანს.
და ეს იქნება შეკითხვაზე პასუხი ჩემი,
სიყვარული ხომ არ კითხულობს, ვინაა ღმერთი,
ბუდა, ქრისტე თუ მუჰამედი, დგანან გვერდ-გვერდით,
მისთვის კი ყველა სულერთია, თვითაა ღმერთი.,
No comments:
Post a Comment