Sunday, July 17, 2022

ასე მგონია (სატრფიალო), ეთერ ისაკაძის ლექს-კომენტარით

ასე მგონია, დამაგვიანდა,
დამაგვიანდა  მოსვლა შენამდე,
ალბათ გეჭირაა როცა სიათა,
მე, დალის, მაშინ უნდა მენახე.
გადაგდგომოდი გზაზე ცისკარად,
გესუნთქა დეკას ნაზი სურნელი,
ვერ გაგიმეტა ჩემთვის ზენარმა,
დამრჩი ნანატრი და სასურველი.
გადმოგაყრიდი მკერდზე დალალებს,
დაიწვებოდი ჩემი სურვილით,
გავხსნიდი თვალთა  წამწამ-დარაბებს,
ლურჯ ტბებს შევსვამდი შენი წყურვილით.
და მაინც იმედს დიდი აქვს ძალა,
ესღა მაცოცხლებს, იქნებ შემომხვდე,
მაშინ ხომ ჩემი იქნები მარად,
არსად წახვიდე, იქ დამელოდე.

ეთერ ისაკაძის ლექს-კომენტარი:

სატრფიალო მიძღვნების
საბადო ხარ ნამდვილი,
რა ფორმაშიც გენებოს
აისრულე წადილი.
დეკას ნაზი სურნელით
გაბრუებულს გზაზედა,
გელოდება ხევსური,
ლაღ მაწმაოს მთაზედა...
მკერდს დაყრილი დალალი,
ლურჯი ტბების ციალი,
არ მოგშლოდეს არასდროს
იმედების ფრიალი!
17.07.22





No comments:

Post a Comment