დილის ეტიუდი
გძინავს! თეთრ ხერხემალს მზერა მიჰყვა,
ტანის მარმარილოს ოვალებით,
შენი თოვლისფერი ყელი მიყვარს,
თითქოს განთიადის მოვანებით...
გამოგაქანდაკე ოცნებიდან,
ზღაპრულ - მითიურო ქალბატონო...
ფრთხილად გაგაღვიძებ კოცნებით და ...
მინდა სიყვარულმა აგათრთოლოს.
No comments:
Post a Comment